ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით,
საგაზაფხულო არდადეგები
8 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდითაა განსაზღვრული. უწყების ინფორმაციით
, ამ ეტაპზე არდადეგების კუთხით არაფერი შეცვლილა და სკოლები ჩვეულებრივ 1 კვირა
დაისვენებენ.
საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა
და
საზაფხულო
არდადეგები არსებობდა.
წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;
საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან
–
15 მარტამდე გრძელდება;
ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.