მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება - იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“
იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“ - მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული.
დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორე – ერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს.