„სცადეთ, ენით შეეხოთ ცხვირის წვერს ან თავზე დაიდოთ რაიმე საგანი, წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს“ - ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი იმიტაციის უნარზე
უნარი, რომ ბავშვმა შეძლოს ახალი,
-
ხშირად ჩართეთ ბავშვი ინტერაქტიულ თამაშებში. ერთად დაუკარით ხოლმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. თუ არ გაქვთ მუსიკალური ინსტრუმენტი, შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გამოიყენოთ, მაგალითად, მაგიდა, სკამი და ა.შ. -
ერთად ააშენეთ ხოლმე კოშკები კუბიკებით. მონაცვლეობით დადეთ კუბიკები კოშკზე. რა თქმა უნდა, ნებისმერი მოქმედება, რასაც თქვენ გააკეთებთ, ძალიან კარგად უნდა ნახოს ბავშვმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოგბაძოთ. -
როდესაც ბავშვი თქვენს სახეს აკვირდება, ცვალეთ ხოლმე გამომეტყველება, მიმიკები და დააკვირდით, ცდილობს თუ არა ბავშვი იმავეს გამეორებას. -
როდესაც სარკესთან ხართ, ეცადეთ ხოლმე, სხვადასხვა სახალისო მოქმედება გააკეთოთ. მაგალითად, სცადოთ, რომ ენით შეეხოთ ცხვირის წვერს ან თავზე დაიდოთ რაიმე საგანი. წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს. -
დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ახალი მოქმდების გამეორების მცდელობისას შეაქეთ ბავშვი და გაამხნევეთ თქვენი სიტყვიერი შეძახილებით.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები