როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები MomsEdu.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს
პირველ თემად ფსიქოლოგი წარმოგიდგენთ - როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს?
6 რეკომენდაცია მშობლებს:
-
არასდროს ჩაუტენოთ ბავშვს საკვები მისი ნების გარეშე -
სანამ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვას შევთავაზებთ, დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს შეუძლია ამ საკვებთან შეხება და არ აღიზიანებს მისი სუნი -
შევთავზაოთ ბავშვს, რომ ჩაერთოს კერძის მომზადების პროცესში, ეს მისთვის სახლისოც იქნება და შესაძლებლობასაც მივცემთ, რომ უკეთ შეისწავლოს ის -
წავახალისოთ ბავშვი, რომ მოირგოს მშობლის როლი. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი თამაშები, მაგალითად, თვითონ გადმოგვიღოს საკვები თეფშზე და თავად გაგვასინჯოს, ამით კვების პროცესი სახალისო და სასიამოვნო იქნება -
მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ პარტნიორები ბავშვებთან კვების დროს. ჩვენც გავსინჯოთ საჭმელი, რომელიც გვინდა, რომ ბავშვმა ჭამოს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის ეს სასურველი და გემრიელია -
ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ მოთმინება. შესაძლოა, ბავშვი 10 ან 15 მცდელობის შემდეგ აღმოჩნდეს მზად, რომ ახალი საკვები გასინჯოს. ვ ეცადოთ, რომ ეს პროცესი ჩვენთვისაც სახალისო იყოს, მიუდექით მაქსიმალურად შემოქმედებითად და არ დანებდეთ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები