,,პანიკური აშლილობით დღეს უამრავი ადამიანი იტანჯება - ავტოთერაპიისთვის ერთ „ილეთს“ გასწავლით''
,,პანიკური აშლილობით დღეს უამრავი ადამიანი იტანჯება. განცდაში ჩართულია ფიზიოლოგიური შეგრძნებები: გაძლიე რებული გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის უკმა რისობა, ყელში სპაზმი, შეციება, ან პირიქით, წამოხურება, გულისრევა, ტკივილი მუცლის ან გულმკერდის არეში, თავ ბრუსხვევა, იშვიათად გულის წასვლა, სხეულის დაბუჟება, ადამიანს აქვს გაგიჟების ან სიკვდილის შიში, არარეალურობის განცდა, დეპერსონალიზაცია. პანიკური შეტევის პირველი გამოცდილების შემდეგ ჩნდე ბა შეტევის განმეორების შიში და ახლა უკვე დადარაჯებული ადამიანი თავს არიდებს სიტუაციებსა და გარემოს, სადაც როდესმე შეტევა განუვითარდა. პანიკურ აშლილობასთან ასოცირებულია ნივთიერებებით ინტოქსიკაცია, დეპრესია, ხშირად თან ახლავს აგორაფობია, იგივე ღია სივრცის შიში. გაშლილი სივრცე, სიმაღლე, სიმბოლიზებული თავის-უფლებასთან და ძალა-უფლებასთან, რო მელსაც ფარულად შეიძლება მიელტვოდეს ადამიანი, მაგრამ ვერ მაგრდებოდეს შინაგანი არასრულფასოვნების, არასაკმა რისობის, სამყოფი ძალის უქონლობის განცდის გამო; აშინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თავშეყრის ადგილებში ყო ფნა, ცუდად გახდომის შემთხვევაში რომ „არ შერცხვეს“, ამავე დროს უჩნდება გარემოში მარტო ყოფნის შიშიც. ამდენად, ამ პრობლემით შეწუხებული ადამიანი თანდათან თავს თითქმის სრულ იზოლაციაში იქცევს. ხშირად შერჩეულ პირს, მშობელს, მეუღლეს, ახლო მეგობარს ავალდებულებს მუ დმივ შეთვალყურეობას და ზრუნვას, რასაც ასევე აქვს გაუცნობიერებელი შინაგანი, დაფარული მიზეზი, იყოს გა დაჭარბებული ზრუნვის ობიექტი და ამოავსოს ის ემოციური დეფიციტი, რომელიც შესაძლოა, ძალიან ადრეული ასაკიდან ჯერ კიდევ გაუაზრებლად, სახელის დაურქმევლად იზრდებოდა სულში და ქმნიდა მეტ და მეტ ცარიელ, მტანჯველ სივრცეს. პანიკური შეტევა თავიდან აშკარად არაფერს უკავშირდება, მოულოდნელად, კონკრეტული მიზეზის გარეშე იწყება. თუმცა დროთა განმავლობაში იძენს გარკვეულ სისტემურობას, ვი თარდება მსგავს ან ერთნაირ სიტუაციებსა და გარემოში. მედიკამენტური და ფსიქოთერაპია ერთად ეფექტურად ამარცხებს პრობლემას, თუმცა, სანამ სპეციალისტს მიმართა ვდეთ, ავტოთერაპიისთვის ერთ „ილეთს“ გასწავლით, თავის ნებაზე მოჯირითე ფსიქიკას ლაგამი რომ ამოსდოთ და უკეთ დაიმორჩილოთ, თქვენვე სცადოთ თქვენი შინაგანი მონსტრის გახედვა და მოთვინიერება.
ეს უმარტივესი „ილეთი“ არა მხოლოდ პანიკურ აშლილო ბასთან შებრძოლებისთვისაა კარგი, ნებისმიერს გამოადგება, ვინც დაღლილია შეგრძნებით, რომ სიცოცხლე არ უღირს, დაღლილია იმ სამყაროში გამოკეტილობით, რომლისაც არ ეს მის და ვერ ეგუება, დაღლილია გრძნობით, რომ რაღაც აკლია. გამოადგება მასაც, ვინც გადაიქანცა სურვილით, იყოს ცხო ვრებაში ეფექტური, ისევ და ისევ, თავიდან იყოს ნაპოვნი იმ უამრავ მარცხს შორის ჩაკარგვის შემდეგ, რომელიც განიცადა.
ილეთის არსი „მეს“ ნამდვილი ბუნების ცნობიერი გე მოს აღმოჩენაა, იმისათვის, რომ გავაქროთ გარემოს მიმართ გაუცხოება და ეჭვიანობა, გავაუქმოთ გაუცნობიერებლად აღქმული წინაპირობა სიცოცხლის საშიშროების შესახებ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად დაგვეხმარება ცხოვრებასთან ინტელექტუალურად შებმის გზების ფორმირებაში, ფსიქიკის რეგენერაციაში და თანდათან ჩამოშლის დაავადებულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს.
რადგან პანიკური შეტევა საკუთარ სხეულს გვიპირისპი რებს, პირველ ყოვლისა, მოლაპარაკება ჩვენც სხეულთან გავმართოთ.
დაჯექი ჩუმად. დაიწყე ყურადღების მიქცევა შენი სუნთქვის თვის, როგორ შედის და გამოდის შენი სხეულიდან. არ ეცა დო რომ აკონტროლო, როგორ სუნთქავ, უბრალოდ შეიგრძენი, როგორ მოძრაობს ჰაერი ნესტოებში, სხეულში შემოსვლისა და სხეულიდან გასვლის დროს. შეამჩნევ, რომ შეგრძნება გრილია, როდესაც გაივლის ნესტოებს სხეულში შემავალ გზაზე და თბი ლი, როდესაც სხეულს ტოვებს.
უკეთ ფოკუსირდი. ყოველი სხეულიდან გამოსული სუნთქვა გონებაში დათვალე: ერთი, ორი, სამი, ოთხი და ა. შ. თუ შეამჩნევ, რომ ყურადღება გეფანტება და გადაგაქვს რაიმე სხვაზე გარდა სუნთქვისა, ფიქრზე, ხმაზე ან რაიმე ვი ზუალურზე, შენს თავს უხმოდ, შინაგანად უთხარი, - დარღ ვევა!
ისევ გადაიტანე ყურადღება სუნთქვაზე და თავიდან დაიწყე დ ათვლა.
გააკეთე ეს ყოველდღე, ათი წუთის განმავლობაში. თავი დან, სავარაუდოდ, ვერ შეძლებ ორის ან სამის დათვლაზე მეტს. ამან არ დაგაბრკოლოს. განაგრძე მცდელობა და არ და ნებდე. რომც გაჩერდე ორზე და სამზე და თავიდან მოგიწიოს დაწყებამ, ამით საქმე მაინც კეთდება.
ამ სავარჯიშოს მიზანი არ არის, რომ ისე გაიწვრთნა, მაღ ალ ციფრებამდე შეძლო დათვლა. მიზანია, განავითარო და გ ააძლიერო შენი შესაძლებლობა, გაასწორო ფოკუსი იმ განცდაზე, იმ შეგრძნებაზე, იმ არჩევანზე, სადაც გინდა, რომ დამაგრდეს შენი გონება.
ენდე შენს სუნთქვას.''
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)