,,ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება''
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეებზეა მორგებული. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპირკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა.
აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე შემუშავებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
- ასევე დაგაინტერესებთ