ორი სეზონი საბადურის ტყეში
საბადურის ტყე ზამთარში
თუ ჯერაც არ გინახავთ ეს საოცარი ადგილი, შემოდგომის დასრულებამდე კიდევ გაქვთ დრო, ზღაპრულ სამყაროში მოხვდეთ - იქ, სადაც ყველაზე მკვეთრად და ლამაზად არის წარმოდგენილი ეს სეზონი - ფერადი ხეების ხეივნითა და სასიამოვნოდ თბილი მზის სხივებით. ამის შემდეგ კი ზამთარსა და თოვლს დაელოდეთ, რომ წელიწადის ყველაზე სუსხიანი სეზონი სულ სხვანაირად აღიქვათ.