პატარასთან ერთად ანიმაციური ფილმის ყურება თუ გსურთ და არჩევანის გაკეთება გიძნელდებათ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საუკეთესო ანიმაციების ნუსხა IMDb-ის რეიტინგებს ემყარება და მაყურებელთა შეფასებებზე დაყრდნობით შეიქმნა. თითოეული ანიმაცია, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეულ საუკეთესო ათეულში მოხვდა, მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველაზე ყურებად ფილმებს შორის თავის ღირსეულ ადგილს იკავებს.
ყველა დროის 10 საუკეთესო ანიმაციური ფილმი
- IMDb რეიტინგი : 8.0
- ხმების ჯამური რაოდენობა: 584 836
ჩვენს რეიტინგში მეათე ადგილს 2007 წელს შექმნილი ანიმაცია „რატატუი“ იკავებს. აღნიშნული ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ვირთხაა, რომელიც კერძებს საოცრად ამზადებს. ის ახალბედა რესტორნის მზარეულს სამუშაოს წარმატებით შესრულებაში ეხმარება. თავდაპირველად მომხმარებელს რესტორანში მზარეული ვირთხის დანახვა თრგუნავს, თუმცა მის მიერ მომზადებული გემრიელი კერძების დაგემოვნების შემდეგ ისინი პატარა მღრღნელის ნიჭით იხიბლებიან და მათი უკმაყოფილება წარსულს ბარდება. „რატატუი“ თქვენს პატარებთან ერთად დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარებაში ძალიან დაგეხმარებათ.
- IMDb რეიტინგი: 8.0
- ხმების ჯამური რაოდენობა: 607 781
„სუპერ ოჯახი“ ჩვენს რეიტინგში საპატიო მეცხრე ადგილს იკავებს. ანიმაციის მთავარი პერსონაჟები სუპერგმირები არიან, რომლებიც მშვიდობიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, თუმცა იძულებულები ხდებიან თავიანთი საოცარი ძალა და ნიჭი სამყაროს გადარჩენას მოახმარონ. სუპერგმირები ერთ ოჯახში ცხოვრობენ. მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ და მისტიკურ ძა
ლას მხოლოდ ერთად ყოფნისას იძენენ. „სუპერ ოჯახის“ ანიმაცია 2004 წელს შეიქმნა და თქვენს პატარებთან ერთად მისი ყურება საოცარ სიამოვნებას გპირდებათ.
- IMDb რეიტინგი: 8.1
- ხმების ჯამური რაოდენობა: 615 658
2010 წელს შექმნილი ეს საოცარი ანიმაცია ჩვენს სიაში მერვე ადგილს იკავებს. მეომრის სტატუსის მოსაპოვებლად ახალგაზრდა ვიკინგი დრაკონის მოსაკლავად მიეშურება, თუმცა საბოლოოდ მტრობაზე სიყვარული იმარჯვებს და ბიჭი ცეცხლოვან ფრინველს დაუმეგობრდება. „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი“ ვიკინგი ბიჭისა და მისი მეგობარი დრაკონის საოცარ თავგადასავლებს მოგითხრობთ, რომლის ყურებისას ნამდვილად არ მოიწყენთ.
- IMDb რეიტინგი: 8.3
- ხმების ჯამური რაოდენობა: 692 851
„სათამაშოების ისტორია“ ყველასთვის ცნობილი ანიმაციაა. მისი ბოლო ნაწილი ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა, თუმცა IMDb რეიტინგში უკვე მოწინავე რიგებშია და ჩვენს სიაშიც საპატიო მეშვიდე ადგილს იკავებს. „სათამაშოების ისტორიის“ მესამე ნაწილი ენდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უკვე გაიზარდა და დიდი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. მან თავისი სათამაშოები დიდი ხანია დაივიწყა. აღნიშნული ანიმაციის პირველი და მეორე ნაწილების მსგავსად მესამეც საოცრად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია.
- IMDb რეიტინგი: 8.1
- ხმების ჯამური რაოდენობა: 845 957
საუკეთესო ანიმაციური ფილმების სიაში მეექვსე ადგილს „მონსტრების კორპორაცია“ იკავებს. სათაურიდანვე მიხვდებით, რომ ფილმი მონსტრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ენერგიასა და ძალას შეშინებული ბავშვების ხმამაღალი ყვირილის მოსმენით იღებენ. მართალია, აღნიშნული ანიმაცია ერთი შეხედვით საშიში ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა კომედიური ელემენტების სიჭარბე მონსტრების არასასიამოვნო აურას მარტივად ჩრდილავს, რაც ფილმის ყურებას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.