შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ექსკურსიების აკრძალვასთან დაკავშირებული ინფორმაცია
განათლების სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას ექსკურსიების აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში Moms.ge-ს განუცხადეს, ექსკურსიებთან დაკავშირებით სკოლებს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით.