იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება, დამატებით ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრა
- ქართული ენა და ლიტერატურა - 21 ივლისი (II სესია);
- მათემატიკა - 23 ივლისი (II სესია);
- უცხოური ენა - 25 ივლისი (II სესია).
ცენტრის ცნობით, დეტალური ინფორმაცია სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნდება ეტაპობრივად.