უზნაძის ამ 7 რჩევას მასწავლებლები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ
1. გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას.
2. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს. მასალა, ერთის მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის. მეორეს მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
3. საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების
და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.
4. ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა, პიროვნების მთელი ძალების გახსნა.
5. აღზრდა - ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ, საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის მიზანდასახული პროცესი.
6. თუ აღმზრდელი არ აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი, ამით ის ქმნის უფსკრულს აღსაზრდელისა და აღმზრდელის მისწრაფებებს შორის. ეს აღზრდის ძირითადი ტრაგედიაა.
7. სასწავლო პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მოსწავლეს ადამიანის დამახასიათბელი ერთ-ერთი მოთხოვნილება - ინტელექტუალური მოთხოვნილება სწავლის წყურვილში გადაეზარდოს.