ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დიასახლისები მზადებას იწყებენ. გარდა იმისა, რომ კვერცხები წითლად უნდა შეიღებოს და პასქები გამოცხვეს, ჯეჯილის დათესვაც აუცილებელია.
პირველ რიგში, რისი სიმბოლოა სააღდგომო ჯეჯილი? - იგი
ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა.
როდის უნდა დაითესოს ჯეჯილი? - ჯეჯილი
ლაზარეს შაბათს, ბზობის წინა დღეს უნდა დაითესოს (ბზობის კვირას).
რა არის საჭირო ხასხასა მწვანე ჯეჯილისთვის? - იმისთვის, რომ ჯეჯილი ხასხასა მწვანე გამოვიდეს, საჭიროა ბამბა დავაფინოთ ჯეჯილისთვის გამზადებულ ჭურჭელზე, დავასხათ წყალი, დავაყაროთ ბლომად ხორბალი და დავგდათ თბილ ადგილას. დროდადრო დავაკვირდეთ ხომ არ გამოშრა ბამბა. თუ მშრალია, მაშინ დავასხათ წყალი. (ბამბა წყალში არ უნდა ტივტივებდეს, საჭიროა ზომიერება).